ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ბალტიის ბიზნეს ფორუმის გახსნით სესიაზე საპატიო სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ბალტიის ბიზნეს ფორუმის გახსნით სესიაზე საპატიო სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა.

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს საინვესტიციო სესიის, სახელწოდებით "საქართველო: პატარა ქვეყანა - დიდი შესაძლებლობები" ჩატარება. 2015 წლის საერთაშორისო ბალტიის ბიზნეს ფორუმზე, რომელიც 21-23 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ სვინოუშჩეში იმართება, საქართველო საპატიო სტრუმრის სტატუსით არის წარმოდგენელი და მას ცალკე საინვესტიციო სესია დაეთმობა.  ასევე ღონისძიების გახსნით პანელზე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ მიიღო მონაწილეობა.

გახსნითი პანელის თემას წარმოადგენდა "ABB - ადრიატიკის, ბალტიისპირეთის და შავი ზღვის ინტეგრაცია, რეგიონში თანამშრომლობის პერსპექტივები" და მასში ასევე მონაწილეობა მიიღეს რეგიონის ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა, მათ შორის ასევე პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრე კვასნევსკიმ. გიორგი პერტაიამ თავის სიტყვაში საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, ქვეყანაში არსებულ სიახლეებზე, აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან და ევროკავშირთან ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

დღესვე ჩატარდება საქართველოს საინვესტიციო სესია, სახელწოდებით "საქართველო: პატარა ქვეყანა - დიდი შესაძლებლობები", რომელზეც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა გაეცნოს საქართველოს, როგორც საინვესტიციო ადგილმდებარეობას, ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო სექტორებსა და პროექტებს და ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. პანელში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები.

ბალტიის ბიზნეს-ფორუმი არის საერთაშორისო ეკონომიკური ღონისძიება, რომელიც 2009 წლიდან ტარდება და დებატებისა და პანელური დისკუსიების ფორმატში აერთიანებს დასავლეთ, შუა და აღმოსავლეთ ევროპაში როგორც ბიზნესის, ისე პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს.