უკრაინის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, ოფიციალურად ძალაში შევიდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი", უკრაინულ სამთავრობო გამოცემა "ურიადოვი კურიერზე" დაყრდნობით იტყობინება. გამოქვეყნდა ბრძანება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ერთწლიანი სანქციები დაწესდა 382 ფიზიკური და 105 იურიდიული პირის წინააღმდეგ.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებების დარღვევის შემთხვევაში, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს.