სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებს ამოწმებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება განაახლა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება.  2014-2015 წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2144 საბავშვო ბაღი და 781 სკოლის სასადილო შეამოწმა, საიდანაც ოთხ მათგანს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.