მებაჟე ოფიცრებმა ვაზნების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის, "სარფის" ტერიტორიაზე, თურქეთის მხრიდან შემოსულმა საქართველოს მოქალაქე მ.შ.-მ საბრძოლო ვაზნების უკანონო შემოტანა სცადა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე მისი ბარგის დათვალიერების შედეგად, 50 ცალი საბრძოლო პისტოლეტის ვაზნა აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.