დიმიტრი ქუმსიშვილი: 2016 წლის ბიუჯეტი 3%-იან ეკონომიკურ ზრდასა და 4%-იან ინფლაციაზე იქნება გათვლილი

2016 წლის ბიუჯეტი 3%-იან ეკონომიკურ ზრდასა და 4%-იან ინფლაციაზე იქნება გათვლილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა დანარჩენი პარამეტრის გახმოვანება არის ფინანსთა მინისტრის პრეროგატივა.  "2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები ჩემთვის ცნობილია. ამ წუთში შემიძლია გითხრათ მხოლოდ 2 ციფრი – 3%-იანი ზრდა და 4%-იანი ინფლაცია. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ყველა დანარჩენი პარამეტრის გახმოვანება არის ფინანსთა მინისტრის პრეროგატივა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად, თვის ბოლომდე მთავრობის სხდომაზე უნდა იქნას მიღებული მომავალი წლის ბიუჯეტის პირველი ვერსია.