კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "სტუდია მაესტროს" დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს "სტუდია მაესტროს" გაკოტრებასთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის წარმოების დაწყებას და ამ პროცესთან დაკავშირებით ტელეკომპანიის მფლობელების განცხადებებს ეხმაურება.

"კომისიამ დაიწყო საქმის ვითარებაში გარკვევა, გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია და დოკუმენტაცია შპს "სტუდია მაესტროს" გაკოტრებასთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის წარმოების დაწყების შესახებ. დამატებით განცხადება შპს "სტუდია მაესტროს" დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ გაკეთდება. კომისიას მიაჩნია, რომ შპს "სტუდია მაესტროს" გაკოტრებასთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის წარმოებამ არ უნდა შეაფერხოს ერთ-ერთი მსხვილი და რეიტინგული ტელეკომპანიის მაუწყებლობა", - აღნიშნულია განცხადებაში.