ტალინის მერი ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი

ტალინის მერი, ედგარ სავისაარი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ "დელფი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სავისაარი ეჭვმიტანილია 2014-15 წლებში ქრთამის სახით საკუთრებისა და დიდი ოდენობით თანხის აღებაში. ესტონური მედიის ცნობით, სავისაარი ამჟამად საკუთარ სახლში იმყოფება და იქვე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანა.

ტალინის მერის ოჯახის წევრებმა პირველი განცხადება უკვე გააკეთეს და სავისაარის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული საქმე უწოდეს.