SOCAR Georgia Gas-ის აბონენტების რაოდენობამ 450 ათასს გადააჭარბა

კომპანია SOCAR Georgia Gas-ის აბონენტების რაოდენობამ, მიმდინარე წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, 450 ათასს გადააჭარბა.

კომპანია SOCAR Georgia Gas-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში კომპანიის აბონენტები 10,27%-ით გაიზარდა და 475 737 შეადგინა. 2014 წელს SOCAR Georgia Gas-ი 378 778 აბონენტს ემსახურებოდა. შარშან, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აბონენტების 14,39%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში კომპანიამ აბონენტების რაოდენობა 218,3%-ით, 215 261 აბონენტით გაზარდა. 2010-2015 წლებში SOCAR Georgia Gas-ის პოტენციური და მოქმედი აბონენტების რაოდენობა 83 449-დან 430 304-მდე, ანუ 439,4%-ით გაიზარდა.