ფინანსთა მინისტრი მთავრობას 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს მთავრობას 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"დღეს ჩვენ გვინდა მოვისმინოთ ინფორმაცია ფინანსთა მინისტრისგან 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ. ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის 3%-იანი ზრდის მაჩვენებელზე, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლის ფარგლებში და ეს იქნება დაახლოებით, 4.5%. ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში 3 მილიარდ ლარზე მეტით გაიზრდება და 33.8 მილიარდ ლარს მიაღწევს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.