ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში ვაკანსიების კვირეული გაიხსნა

ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ვაკანსიების კვირეული გაიხსნა. სამინისტროს ინფორმაციით, 22-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე შეარჩევენ მათთვის სასურველ კადრებს. დასაქმების კვირეულში 60-მდე კომპანია მონაწილეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, worknet.gov.ge- ზე 1600-მდე სამუშაოს მაძიებელია რეგისტრირებული. დამსაქმებლებმა 255 პოზიციაზე, 610 ვაკანსია წარმოადგინეს. თბილისის კვირეულის შემდეგ, 25 სექტემბერს მსგავსი აქცია თელავში გაიმართება. დამსაქმებლებმა 76 პოზიციაზე, 100 ვაკანსია წარმოადგინეს. ვაკანსიების კვირეულში, კახეთის მასშტაბით 20 კომპანია მონაწილეობს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამუშაოს მაძიებელებს საშუალება აქვთ worknet.gov.ge-ზე 24 სექტემბრის ღამის 12 საათამდე დარეგისტრირდნენ.