ევროკავშირმა მიგრანტების გადანაწილების გეგმა დაამტკიცა

ევროკავშირმა მიგრანტების გადანაწილების გეგმა დაამტკიცა.როგორც "ბიბისი" იტყობინება, აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ.

მიღებული გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნები 120 000 მიგრანტს კვოტირების სისტემით გადაანაწილებენ, აქედან 30 000 მიგრანტს თავშესაფარს გერმანია მისცემს. კვოტირების სისტემით დევნილთა გადანაწილებას მხარი არ დაუჭირეს ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, რუმინეთმა და უნგრეთმა, ფინეთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.გაეროს მონაცემებით, ევროპაში დევნილთა რაოდენობა 300 000 ადამიანს აღემატება.