აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი აღმაშენებლის ხეივნიდან იტყობინება, ავტომობილების ჭარბი რაოდენობაა თბილისის საქალაქო სასამართლოდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე მონაკვეთში. საცობია ასევე ვაშლიჯვრის ასახვევთან, სადაც ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მძღოლები აცხადებენ, რომ მათ საცობში ერთ ადგილზე დაყოვნება ათი და მეტი წუთის განმავლობაში უწევთ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთში, მსგავსი სიტუაცია, ძირითადად დილის და საღამოს საათებშია.