შემოდგომაზე ზოგიერთი მედიკამენტის გაიაფებაზე განცხადების კომენტირებას დავით სერგეენკო ნაადრევად მიიჩნევს

ახლა დაიწყო შემოდგომა, - ასე უპასუხა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  შეკითხვას, ხომ არ დაიწყო მედიკამენტებზე ფასის შემცირება, რასაც შემოდგომაზე პროგნოზირებდა.

როგორც მინისტრმა განმარტა, იქედან გამომდინარე, რომ ჯერ მხოლოდ 23 სექტემბერია, ხუმრობით შეუძლია პასუხის გაცემა.  "ხუმრობით შემიძლია პასუხი გაგცეთ, გურული სისხლი მაქვს. თქვენც გურული ხომ არ ხართ? - 23 სექტემბერია დღეს, ახლა დაიწყო შემოდგომა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა ივლისის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სექტემბრის თვეში 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა მოხდება.