დავით ნარმანია: 2016 წელს თბილისის მერიის ბიუჯეტი გაიზრდება

2016 წელს თბილისის მერიის ბიუჯეტი გაიზრდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ზრდა იქნება ''გონივრული ეკონომიკური ზრდის კვალობაზე"."2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები უკვე განისაზღვრა. მომდევნო წელსაც ჩვენ გვექნება გონივრული ზრდა, ეკონომიკური ზრდის კვალობაზე", - განაცხადა ნარმანიამ. რაც შეეხება მიმდინარე წელს და შეკითხვას, ხომ არ გეგმავს მერია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას შემოდგომაზეც, თბილისის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ''გარკვეული შემცირება შემოდგომაზეც იქნება". "დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში ჩვენ უკვე მოვახდინეთ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია, როცა ცვლილება მოვახდინეთ. საშემოდგომო ცვლილებებზეც იქნება გარკვეული შემცირებები ამ თვალსაზრისითაც, ასე რომ, აღნიშნულ საკითხს გავდივართ რეგულარულად", - აღნიშნა თბილისის მერმა.