სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნულმა ბანკმა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 18 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 14.050 პროცენტით, მაქსიმალური 14.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 14.175 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 14.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში", - ნათქვამია განცხადებაში.