საფრანგეთი "მისტრალის" ტიპის ორ ვერტმფრენმზიდს ეგვიპტეს მიყიდის

საფრანგეთი "მისტრალის" ტიპის 2 ვერტმფრენმზიდს ეგვიპტეს მიყიდის. როგორც "ფრანს პრესი" ელისეს სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, შესაბამის შეთანხმებას საფრანგეთისა და ეგვიპტის პრეზიდენტებმა, ფრანსუა ოლანდმა და აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ მიაღწიეს.

საფრანგეთი "მისტრალების" მიყიდვას რუსეთისთვის აპირებდა, თუმცა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო პარიზმა ამაზე უარი თქვა. სანაცვლოდ, ფრანგული მხარე მოსკოვს კომპენსაციას გადაუხდის.