საპარტნიორო ფონდს დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს

საპარტნიორო ფონდის ახალ ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე წარადგინეს. დავით საგანელიძე მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა.

დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კოვზანაძე შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკიდან გამოყოფილი საზედამხედველო სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ დამტკიცდა.