ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო ვალი 92%-ით გაიზარდა

ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო ვალი 92%-ით გაიზარდა. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, აღნიშნულის შესახებ რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა ტატიანა გოლიკოვამ, რუსეთის სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გოლიკოვას მონაცემებით, შარშან რუსეთის სახელმწიფო ვალი 36,4 %-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2012-14 წლებში სახელმწიფო ვალის მომსახურების ხარჯები 58%-ით გაიზარდა და წელიწადში 415,6 მილიარდი რუბლი შეადგინა. მაღალჩინოსნის პროგნოზით, მომდევნო წლებში აღნიშნული ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება. გოლიკოვას მონაცემებით, 2012 წლიდან გაიზარდა რუსეთის რეგიონების სახელმწიფო ვალიც. 2015 წლის 1 სექტემბერს თანხამ 2,116 ტრილიონი რუბლი შეადგინა.