პაველ კლიმკინი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა, მომავალ წელს დაწესდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაველ კლიმკინის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა, მომავალ წელს დაწესდეს.

როგორც "ლიგა.ნეტ"-ი იტყობინება, ამის შესახებ ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ტელეკომანია "24"-ის ეთერში განაცხადა. კლიმკინის თქმით, უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ დადებითი პასუხის მისაღებად უკრაინის უმაღლესმა რადამ ამა წლის დეკემბრამდე 12 კანონპროექტი უნდა მიიღოს. "რეფორმები კორუფციას, სამართალდამცავი ორგანოებისა და მიგრაციის მენეჯმენტის რეფორმირებას ეხება", - განაცხადა კლიმკინმა.

როგორც "ლიგა.ნეტ"-ი აღნიშნავს, 27 აგვისტოს ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში უკრაინამ კარგ პროგრესს მიაღწია და უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი სავარაუდოდ, მის სასარგებლოდ გადაწყდება.