"ტექნო ბუმის" აქცია "1=4" დაიწყო

"ტექნო ბუმის" აქცია "1=4" დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, "ტექნო ბუმი" პირველად საქართველოში მომხმარებლებისთვის ყველაზე მომგებიან აქციას იწყებს.

მხოლოდ სამი დღით, "ტექნო ბუმის" ქსელში "1=4" აქციის ფარგლებში, შესაძლებელია მომხმარებელმა 216 ლარად შეიძინოს: პურის საცხობი და წაიღოს 432 ლარის ღირებულების ტექნიკა: პურის საცხობი, ბლენდერი, მიქსერი და უთო. "გარდა ამისა, "ტექნო ბუმის" მაღაზიებში სასწავლო და სტუდენტური კვირეული გრძელდება. სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, აქცია "ისწავლე ახალი ლეპტოპით, პლანშეტური კომპიუტერით და სმარტფონით" უკვე მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია, ეფექტიანად და ეკონომიურად ერთის ფასად შეიძინოს ორი, ანუ იყიდოს ნებისმიერი პლანშეტური კომპიუტერი და მასთან ერთად სმარტფონიც წაიღოს.  ყველა აქცია და შეთავაზება "ტექნო ბუმის" ცენტრებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება", -ნათქვამია ინფორმაციაში.