დავით ნარმანია: ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებაა, რაში გამოიყენებს კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიას

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებაა, რაში გამოიყენებს კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიას. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. "ეს არის ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილება. ვნახავთ, გაცვლის შედეგად არსებულ დოკუმენტაციას, ვნახავთ, რაზეა საუბარი და, რა თქმა უნდა, ჩართული ვიქნებით", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მთავრობის განკარგულებით, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა, ხოლო შპს "კრწანისის პარკი" სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.