დიღმის მასივის ერთ-ერთი კორპუსიდან დიდი რაოდენობით თანხა გაიტაცეს

თბილისში, დიღმის მასივში 80 წლის ქალი გაძარცვეს. მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა. როგორც სასწრაფო დახმარების ექიმი აცხადებს, მოხუცი ქალი სკამზე მიბმული დახვდათ. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. წინასწარი ინფორმაციით, ბინიდან გატანილია დიდი ოდენობით თანხა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ითვალისწინებს. დამატებითი დეტალების გახმაურებისგან უწყებაში თავს იკავებენ.