კომპანია SOCAR Georgia gas მომხმარებლებს მოუწოდებს, გაზის გამათბობლები შეამოწმონ

კომპანია SOCAR Georgia gas მომხმარებლებს მოუწოდებს, ზამთრის დადგომამდე, საცხოვრებელ სახლებში გაზის გამათბობლები შეამოწმონ.

"სოკარის" ინფორმაციით, კომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, ვიდრე საცხოვრებელ სახლებში (ბინებში) გამათბობლები ჩაირთვება, გამოიძახონ კომპანიის ტექნიკური სამსახური და გაზის დანადგარები შეამოწმონ. კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური სამსახურის ბრიგადის გამოძახების მიზნით, აბონენტებმა უნდა დარეკონ SOCAR Georgia gas-ის ცხელ ხაზზე 16 114. SOCAR Georgia gas-ის მიერ გაზის გამათბობლის ან სხვა მოწყობილობების შემოწმება წელიწადის ნებისმიერ სეზონზე უფასოა.