"ვითიბი ჯგუფი" ტანვარჯიშის ფედერაციას 500 ათასი დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს

"ვითიბი ჯგუფი" თბილისის წყალდიდობით დაზარალებულ საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციას ხუთასი ათასი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას "ვითიბი ბანკი" ავრცელებს.

ამასთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო "რედისონში" "ვითიბი ბანკის" პრესკონფერენცია გაიმართება.  "ვითიბი ბანკის" წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენციას დაესწრებიან: სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და ტანვარჯიშის ფედერაციის ხელმძღვანელობა.