"საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 30 ათასი ლარია"

ოპოზიციონერი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ყოველთვიურ ხელფასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს ამზადებს, რომელიც ზედა ზღვარის დაწესებას ითვალისწინებს.

როგორც ბობოხიძემ განაცხადა, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 30 ათასი ლარია.  ბობოხიძეს იმედი აქვს, რომ ამ ოდენობის ანაზღაურების აღებას ფონდის ახალი ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ვეღარ შეძლებს. "ჩემს მიერ ინიცირებულია ცვლილება კანონში, რომელიც ამ საკითხის დარეგულირებას და ზედა ზღვარის დაწესებას ითვალისწინებს. ამ თვალსაზრისით, შეიძლება გამოყენებული იყოს ანაზღაურების კანონით დადგენილი ის წესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოზე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოზე ვრცელდება. არანორმალური ხელფასების დრო საქართველოში უნდა დამთავრდეს. აქვე ხაზს ვუსვამ იმასაც, რომ ეს არანორმალური ხელფასები დღევანდელი ხელისუფლებისათვის არ არის დამახასიათებელი. ეს მანამდეც ასე იყო და ოდესმე უნდა დამთავრდეს", - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.