უკრაინა რუსული კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი რუსული კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. როგორც "ინტერფაქს უკრაინა" იტყობინება, აღნიშნული ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.  უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც სანქციები 388 ფიზიკური და 105 იურიდიული პირის წინააღმდეგ დაწესდა.