კომპანია "ტექნო ბუმი" დღეს ფასდაკლების ღამეს აწყობს

კომპანია "ტექნო ბუმი" დღეს, 17:00 საათიდან 22:00 საათამდე ფასდაკლების ღამეს აწყობს, ხოლო 26-27 სექტემბერს აქცია დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება. კომპანიის ინფორმაციით, დღეს, მხოლოდ ხუთი საათის განმავლობაში, მომხმარებელი მსოფლიო ბრენდების ყველა დასახელების ტექნიკას 50%-მდე ფასდაკლებით შეიძენს.

"გარდა ამისა, პარალელურად, გრძელდება ინოვაციური აქცია 1=4, რომლის ფარგლებში თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი, 216 ლარად შეიძინოთ: პურის საცხობი და წაიღოთ 432 ლარის ღირებულების ტექნიკა: პურის საცხობი, ბლენდერი, მიქსერი და უთო. ამავდროულად, "ტექნო ბუმის" მაღაზიებში სასწავლო და სტუნდენტური კვირეული გრძელდება. სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, აქცია "ისწავლე ახალი ლეპტოპით, პლანშეტური კომპიუტერით და სმარტფონით" უკვე მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია, ეფექტიანად და ეკონომიურად ერთის ფასად შეიძინოს ორი, ანუ იყიდოს ნებისმიერი პლანშეტური კომპიუტერი და მასთან ერთად სმარტფონიც წაიღოს.  ყველა აქცია და შეთავაზება "ტექნო ბუმის" ცენტრებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.