"აეროფლოტსა" და "ტრანსაეროს" უკრაინაში ფრენები აეკრძალათ

უკრაინამ რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც ბიბისი იტყობინება, კომპანია "აეროფლოტსა" და "ტრანსაეროს" უკრაინაში ფრენების განხორციელება აეკრძალათ.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რუსულ თვითმფრინავებს ასევე, უკრაინის გავლით სამხედრო დანიშნულების ტვირთების მესამე ქვეყანაში გადაზიდვაც აეკრძალათ. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, მთავრობა მოითხოვს, რომ საქნციების შესრულება დაუყონებლივ დაიწყოს.