პუტინი: ჩვენ ყველაზე მდიდარი ქვეყანა ვართ

რუსეთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, - ეს კომენტარი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.„ამ რაოდენობისა და  ასეთი სახნავი მიწით, ჩვენ ყველაზე მდიდარი ქვეყანა ვართ“- აღნიშნა მან როსტოვის ოლქში ფერმერებთან შეხვედრისას. კრემლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ თუ სოფლის მეურნეობის სფეროში წარმოება გაიზრდება, გაიზრდება ხელფასებიც.

მისივე განცხადებით, ამ კუთხით ზრდა თუ შენარჩუნდა, რუსეთი საკუთარ ბაზარს და მოსახლეობის მოთხოვნებს თავადვე დააკაყოფილებს. ამას გარდა, ვლადიმერ პუტინმა ფერმერებს პირობა მისცა, რომ მათი სამუშაო და ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება, თუ ისინი წარმოების ხარისხს გაზრდიან.