„სელფი", თუ თეთრი ზვიგენი - რის გამო იღუპებიან ტურისტები?

კვლევების მიხედვით, ტურისტების დაღუპვის შემთხვევები „სელფის“ გადაღების დროს უფრო ხშირია, ვიდრე თეთრი ზვიგენის თავდასხმის შედეგად.ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ იტყობინება.

2015 წლის აგვისტოს განმავლობაში, ზვიგენის თავდასხმის მხოლოდ რვა ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც „სელფის“ გადაღების დროს ტურისტების დაღუპვის ათეულობით შემთხვევა იყო. მაგალითად, გასულ თვეს ესპანეთში, ხარებთან ბრძოლის ფესტივალის დროს, ერთ-ერთმა მაყურებელმა ცხოველებთან „სელფის“ გადაღება სცადა, რა დროსაც მას ხარი თავს დაესხა. ის დაიღუპა. მანამდე მოსკოვში კიდევ ერთი ფატალური ინციდენტი მოხდა, როდესაც „სელფის“ გადაღების დროს ახალგაზრდამ თავი ვერ შეიკავა და ხიდიდან გადავარდა.

მსგავსი ფატალური შემთხვევები იმდენად გახშირდა, რომ „ვიკიპედიაში“ გამოჩნდა სპეციალური გვერდიც, სადაც აღწერილია მსოფლიოს მასშტაბით „სელფის“ გადაღების შედეგად დაღუპვის მაგალითები.