„ჰილტონის“ სასტუმროების ქსელზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

„ჰილტონის“ სასტუმროების ქსელი კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა. გავრცელებული ცნობით, ჰაკერებმა საკრედიტო ბარათების შესახებ მონაცემების მოპოვების მიზნით, სასტუმროს, რესტორნების, ბარებისა და საჩუქრების მაღაზიების გაყიდვების შესახებ ინფორმაციის გატანა შეძლეს.

„ჰილტონის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. „ჰილტონი მსოფლიოს მასშტაბით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი მოხმარებლების საკრედიტო ინფორმაცია და პირადი მონაცემები იყოს მაქსიმალურად დაცული, თუმცა, სამწუხაროდ, თითქმის ყველა კომპანიაში არსებობს შესაძლებლობა, რომ მსგავსი თავდასხმა განხორციელდეს“, - წერია სასტუმრო „ჰილტონის“ განცხადებაში.