ფრანგული შამპანური 116 ათას დოლარად გაიყიდა

“სოტბის”  აუქციონზე 1915 წელს ჩამოსხმული ფრანგული შამპანური 116 ათას დოლარად გაიყიდა.აუქციონის სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უძვირფასესი სასმელის - „Krug“-ის შამპანურის მფლობელმა ასევე, ოთხკაციანი საგზური მოიგო. ახლობლებთან ერთად, ის საფრანგეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში მდებარე, შამპანის პროვინციაში გაემგზავრება, სადაც ღვინის მარნებს დაათვალიერებს.

შამპანური ღვინოს სახლი „Krug“-ი 1843 წელს, გერმანელმა იოჰან იოზეფ კრუგმა საფრანგეთში დაარსა. კრუგის შთამომავლები ღვინის სახლს დღემდე მართავენ. „კრუგის“ შამპანური კოლექციონერებსა და ღვინის მოყვარულებში დიდი მოწონებით სარგებლობს.