ლარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური მონეტა მოიჭრა

ლარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებებია დაგეგმილი,- ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში" ბანკების მმართველთა კლუბის კონფერენციის მიმდინარეობისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.  როგორც მან აღნიშნა, კონფერენციას შეგნებულად დაამთხვიეს ლარის იუბილე.  "ლარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებები იგეგმება. მოიჭრა სპეციალური მონეტა. ასევე დაგეგმილი გვაქვს ბევრი სიურპრიზი უშუალოდ ფულის ნიშნებთან დაკავშირებით. მომავალ კვირაში ამ პროექტების პრეზენტაცია გაიმართება", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.