"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევის მიხედვით, მომხმარებლები უპირატესობას "ვისოლს" ანიჭებენ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის მიხედვით, მომხმარებლები უპირატესობას "ვისოლს" ანიჭებენ. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ვისოლი" ავრცელებს.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მომზადებულ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევაშია აღნიშნული, მომხმარებლები უპირატესობას "ვისოლის" ქსელს ანიჭებენ. კვლევა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) 2014 წლის დეკემბერში ჩაატარა და ქვეყნის მასშტაბით 1867 სრულწლოვანი მოქალაქე გამოკითხა. "აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულთა 50%-ის თქმით, საწვავის არჩევისას პრიორიტეტული მათთვის საწვავის ხარისხია. შესაბამისად, "ვისოლი", რომელიც უახლესი ევროპული სტანდარტის, ევრო 5-ის, გამორჩეულად მაღალი ხარისხის "ეკოს" საწვავს სთავაზობს მომხმარებელს, ქმნის "ხარისხს, რომელსაც ენდობიან", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განცხადებით, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში და მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს.  "2014 წლის თებერვლიდან "ეკოს" უმაღლესი ხარისხის საწვავი, რომელიც არ შეიცავს ტყვიასა და გოგირდს, უსაფრთხოა გარემოსათვის და უზრუნველყოფს მაქსიმალურად ეკონომიურ წვასა და ავტომობილის საუკეთესო გაწევას, ექსკლუზიურად მხოლოდ "ვისოლის" ქსელში იყიდება. "ვისოლი" ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია",-განაცხადეს "ვისოლში".