ჩინეთი განვითარებად ქვეყნებს 2 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძიანპინის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ჩინეთი 2 მილიარდ დოლარს გამოყოფს ახალი ფონდისთვის, რომელიც განვითარებადი ქვეყნების დახმარებას ითვალისწინებს.

მისივე განცხადებით, მომდევნო 15 წლის განმავლობაში განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად გამოყოფილი თანხა 12 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

"ჩინეთი გააფართოვებს ინვესტიციებს განვითარებად ქვეყნებში და 2030 წლისთვის ეს თანხა 12 მილიარდ დოლარს მიაღწევს", - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა გაერო-ს სამიტზე გამოსვლისას.

ჩინეთის ბანკის პროგნოზით, 2015 წელს ქვეყნის მშპ 7%-მდე გაიზრდება, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 0,3%-ია.