„ლუფთჰანზას“ მგზავრები ფრენის დროს ინტერნეტით ისარგებლებენ

გერმანის ნაციონალური ავიაკომპანია Lufthansa მომავალი წლიდან მგზავრებს ფრენის დროს ტელეფონზე საუბრის ნებას დართავს

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მობილურით სარგებლობის გარდა, „ლუფთჰანზას“ მგზავრები ცაშიც ისეთივე სიჩქარის ინტერნეტით ისარგებლებენ, როგორც ხმელეთზე.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული ავიაკომპანიის მაგალითს მალე სხვა ავიაკომპანიებიც მიმართავენ, მათ შორის British Airways, 2017 წლისთვის კი თვითმფრინავში მობილური ტელეფონით სარგებლობა დაშვებული ნორმა იქნება.

რამდენიმე ათასი მეტრი სიმაღლეზე მყოფი „ლუფთჰანზას“ მგზავრები სატელეფონო ზარების განხორციელებას ტრადიციული მეთოდებით ვერ შეძლებენ. თუმცა, მათ საშუალება ექნებათ ისარგებლონ ხმოვანი ფოსტით ან სკაიპით.