„კრისტის“ აუქციონზე ვარდისფერ ბრილიანტს გაყიდიან

16,09 კარატიანი ქვის საწყისი ფასი 23 მილიონი დოლარია

Christie’s ჟენევის აქუციონის სახლი გასაყიდად გამოიტანს ვარდისფერი ბრილიანტის იშვიათ ქვას, რომელიც ექსპერტთა პროგნოზით, 28 მილიონ დოლარად უნდა გაიყიდოს. ძვირადღირებული ქვა 16,08 კარატს იწონის.

„კრისტის“ აუქციონის სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ეს ყველაზე მსხვილი ბრილიანტის ქვა არის, რომელიც „კრისტის“ აუქციონზე მანამდე გამოუტანიათ.

უცნობია, ვინ არის ვარდისფერი ბრილიანტის ქვის მფლობელი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქვა აშშ-ის მოქალაქეს ეკუთვნის, რომელმაც ვარდისფერი ბრილიანტი 10 წლის წინ შეიძინა.

ვარდისფერ ქვას „კრისტის“ აუქციონზე გასაყიდად ნოემბრის დასაწყისში გამოიტანენ.

2010 წელს ჟენევაში, „სოტბის“ აქუციონზე 25-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი 46 მილიონ დოლარად გაიყიდა.