ტურისტებისთვის  სახიფათო ქვეყნები

ბრიტანეთის საგარეო სამინისტრო იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ბრიტანელებს მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევას.

ბრიტანული უწყება აღნიშნავს, რომ ტურისტებზე თავდასხმის ყველაზე დიდი რისკი თურქეთში, ეგვიპტეში, ტუნისში, საფგრანგეთსა და ესპანეთშია. ნაკლებად სახიფათო ქვეყნებს შორის კი გერმანია, იტალია და საბერძნეთია.

როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, ეგვიპტეში ტერორიზმის მაღალი საფრთხეა და ყოველ წუთს შეიძლება, რომ ტერორისტული თავდასხმები ტურისტებით დატვირთულ ადგილებშიც განხორეციელდეს.

რაც შეეხება საფრანგეთს, ბრიტანული უწყება აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ისლამისტი ტერორისტების მუქარა საფრანგეთით მიმართ. საფრანგეთს ყოველწლიურად დაახლოებით 17 მილიონი ტურისტი სტუმრობს ბრიტანეთიდან.

ბრიტანეთის საგარეო უწყება ტურისტებს ასევე ურჩევს თავი შეიკავონ ტაილანდში მოგზაურობისგან, სადაც გახშირდა ტურისტებზე თავდასხმები და ხალმხრავალ ადგილებში აფეთქებები.

სახიფათო ქვეყნების ჩამონათვალში ასევე მოხვდა ისრაელი და ავსტრალია. ბრიტანული უწყება ტურისტებს მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს ავსტრალიაში მოგზაურობისას, სადაც გასული წლის დეკემბერში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ერთ-ერთ კაფეში მძევლები აიყვანა.