ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთება დამატებით 12 სოფელშია შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "გაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალის შესახებ" კომისიის 2014 წლის 31 ოქტომბრის #43/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებები შეიტანა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ცვლილების შესაბამისად, გაზიფიცირებული პუნქტების ჩამონათვალს 12 სოფელი დაემატა, სადაც მოსახლეობას ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა შეუძლია. დამატებული სოფლების ჩამონათვალია: ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი მათხოჯი; ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი პატარა კუხი; ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი კუხი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი წყალტუბო; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი თერნალი; სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო მაღარო; კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ჩოჩეთი; კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისუბანი; კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი შუაუბანი; ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ბალანთა; ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭიხარულა; ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ანდეზიტი; ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვი.

"გაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალის შესახებ" კომისიის გადაწყვეტილებაში გაზიფიცირებული სოფლების დამატება ხდება გამანაწილებელი კომპანიების მიერ, კონკრეტულ დასახლებულ პუნქტებში გაზიფიცირების დასრულების შესახებ, მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. გამანაწილებელ ქსელებზე მიერთებასთან დაკავშირებით კომისიის ვებ გვერდზე www.gnerc.org კალკულატორია განთავსებული. კალკულატორი იძლევა საშუალებას, მოქალაქეებმა აირჩიონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების პაკეტები. გამოიანგარიშონ მომსახურების საფასური და შესაბამისი სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადები.