კახეთში 84 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  29 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი. რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა კი რეგიონში 52 მლნ ლარს მიაღწია. "გადამუშავებულია 39,5 ათასი ტონა რქაწითელი, 33,5 ათასი ტონა საფერავი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და 9 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 29 ათას ტონამდე. დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემებია: თელავი - 17,5 ათასი ტ., ყვარელი - 15,5 ათასი ტ., სიღნაღი - 7,3 ათას ტ., ლაგოდეხი- 6,7 ათასი ტ., საგარეჯო - 3,5 ათასი ტ., ახმეტა - 2,2 ათასი ტ. და დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა. ამ ეტაპზე გადამუშავების პროცესში ჩართულია 67 კერძო და სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო", - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.