ზაზა ფაჩულია თბილისში Snap Fitness-ის კლუბს ხსნის

სპორტული კლუბების სფეროში მსოფლიოში წამყვანმა კომპანია Snap Fitness-მა ზაზა ფაჩულიასა და მის ქართველ პარტნიორებთან მასტერ ფრანჩაიზის ხელშეკრულება გააფორმა.

ამერიკელ და ქართველ პარტნიორებს შორის შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, 18 თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კიდევ ცხრა კლუბი გაიხსნება.

დარბაზი აღჭურვილი იქნება TechnoGym-ის სავარჯიშო მოწყობილობებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით; კლუბის გუნდი კი პროფესიონალი, სერტიფიცირებული მწვრთნელებისგან იქნება დაკომპლექტებული, რომლებიც კლიენტებს შესთავაზებენ ყველაზე თანამედროვე მიდგომებს ფიტნესის ინდუსტრიიდან. გარდა სავარჯიშო დარბაზისა, კლუბში იქნება კრივის დარბაზიც, ასევე ჯგუფური ვარჯიშებისა და იოგას ზონები. კლუბში მომხმარებელს შეეძლება მიიღოს უშუალოდ მასზე მორგებული ვარჯიშების სრული კომპლექსი.

როგორც bpn-ს Snap Fitness-დან აცნობეს, ზაზა ფაჩულიას დიდი ხანია, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მაღალი სტანდარტების სავარჯიშო დარბაზების გახსნის სურვილი აქვს, რისი განხორციელებაც Snap Fitness-თან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეძლო.

„დიდი ხანია მინდოდა, საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მაღალი სტანდარტების სავარჯიშო დარბაზები გამეკეთებინა, რომელიც ქართველი მომხმარებლისთვის მისაღები და, ამასთან, ხელმისაწვდომი იქნებოდა. Span Fitness ცნობილი ბრენდია, რემელსაც ამერიკაში უკვე აქვს დადასტურებული და წარმატებული ბიზნესმოდელი. საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა მოახერხა Snap Fitness-თან შეთანხმება და სულ მალე თბილისში მსოფლიო დონის ფიტნესდარბაზები გაიხსნება”, – აღნიშნავს ზაზა ფაჩულია, რომლის კომენტარსაც Snap Fitness-ის ქართული წარმომადგენლობა ავრცელებს.

როგორც ბრენდის ქართულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, 18 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ავსტრალიაში, კანადაში, ინგლისში, ეპანეთში, მოქმედი 2 000-ზე მეტი კლუბით, Snap Fitness მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი 24/7 ფიტნეს კომპანიაა. Snap Fitness მომხმარებელს სთავაზობს ბევრად მეტ ღირებულებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი. სწორედ ეს განაპირობებს მის შთამბეჭდავ ზრდას.

„Snap Fitness-ის დღევანდელი ზრდა უპრეცედენტოა, ბოლო 9 თვის განმავლობაში კომპანია 6 ქვეყანაში შევიდა; მალე მათ რიგებში საქართველოც იქნება. Snap Fitness ყოველდღე მილიონობით ადამიანს ეხმარება, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით. მე მოხარული ვარ, რომ მალე მათ ქართველი მომხმარებლებიც შეუერთდებიან. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ წარმოდგენილი საქართველოში ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორებიც არიან ზაზა ფაჩულია და მისი გუნდი,“ - ამბობს სტილი სმაილი, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კლუბი მომხმარებლების ყველა სეგმენტზე იქნება გათვლილი.

თამარ კორკოტაშვილი