ნურსულთან ნაზარბაევი მსოფლიო ვალუტის შემოღებას ითხოვს

ყაზახეთის პრეზიდენტი ზეეროვნული მსოფლიო ვალუტის შემოღების წინადადებით გამოდის.

როგორც ნურსულთან ნაზარბაევმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე განაცხადა, გლობალურ კრიზისთან ბრძოლისთვის აუცილებელია მსოფლიო სარეზერვო ვალუტების მიმოქცევა, რომელიც დემოკრატიის, კონკურენტუნარობის, ეფექტურობისა და საერთაშორისო კონტროლის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

„21-ე საუკუნეში მსოფლიოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები სჭირდება. ამისთვის საჭიროა გაერო-ს წევრი ქვეყნების ძალისხმევის გაძლიერება ზეეროვნული მსოფლიო ვალუტის შესაქმნელად“, - აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევმა.

თავის დროზე ყაზახეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ერთიანი ეროვნული ვალუტის შექმნა გამორიცხა.