„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სათავო ოფისს ყიდის

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისი იყიდება.

როგორც პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გიორგის პატარაიამ bpn-ს განუცხადა, გადაწყვეტილება ოფისის გაყიდვასთან დაკავშირებით, ახალ ოფისში გადასვლას უკავშირდება.

„ქალაქის ცენტრში ახალ ოფისში გადავდივართ, რის გამოც ამჟამინდელი ოფისის გაყიდვა გადაწყდა“, - განაცხადა გიორგი პატარაიამ.

არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი 3,5 მილიონ დოლარად იყიდება. თუმცა, გიორგი პატარაია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, მაგრამ არც ოფისის გასაყიდი თანხის რაოდენობას ასახელებს.

კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისში „ნაციონალური მოძრაობა“ 2011 წლის დეკემბერში გადავიდა.