ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების: Moody's, Standard and Poor's და Fitch-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც BPN-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ქართულმა მხარემ სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების პოზიტიური ტენდენციების შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ლიბერალურ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მიიღეს ინფორმაცია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და მოცულობის გაზრდის შესახებ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია Moody's, Standard and Poor's და Fitch-ის მიერ რეიტინგების მინიჭების საკითხში.