ლტოლვილთა დასახმარებლად გაეროს 1,8 მილიარდ დოლარს გადასცემენ

"დიდი შვიდეულის" და სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, ლტოლვილთა დასახმარებლად გაეროს 1,8 მილიარდ დოლარს გადასცემენ.

როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ამის შესახებ ნიუ იორკში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა. გერმანელი დიპლომატის თქმით, თანხა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს და მსოფლიო სასურსათო პროგრამას გადაეცემა. შტაინმაიერის თქმით, თანხების ნაწილი თურქეთს, ლიბანსა და იორდანიას გადაეცემა, სადაც ლტოლვილთა ყველაზე დიდი რაოდენობა იმყოფება.