დიდი რაოდენობით საქონლის კანონდარღვევით გატანის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ვალე", დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის საქონლის მალულად, კანონდარღვევით ქვეყნიდან გატანის ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს ავტობუსი, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე დ. ტ.  მათივე ინფორმაციით, დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა ავტობუსში მოწყობილ სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს: მობილური ტელეფონის ელექტრონული სქემა - 5298 ცალი, მობილური ტელეფონი - 19770 ცალი და ფილტრიანი სიგარეტი - WINSTON - 17000 კოლოფი.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა.