ყველაზე სწრაფი სუპერავტომობილების ტოპ 10

მსოფლიოში ძალიან ბევრი სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული სუპერავტომობილი არსებობს და ნებისმიერი ტიპის ტოპ 10 უკვე იძლევა იმის მიზეზს, რომ ვიღაცამ გააკრიტიკოს ან არასრულფასოვანი უწოდოს. ქვემოთმოყვანილ ათეულში იმ ავტომობილებს გთავაზობთ, რომლებიც სერიულად იწარმოება.

HENNESSEY VENOM GT

მაქსიმალური სიჩქარე: 447 კმ/სთ

Hennessey Venom GT მსოფლიოს უსწრაფესი სერიული წარმოების ავტომობილის ტიტულის მფლობელია. ის ნამდვილი ჰიპერქარია, რომელიც 321კ მ/სთ-ს 14,51 წამში ავითარებს. Venom GT აღჭურვილია 1244 ცხენისძალიანი, 7.0 ლიტრიანი V-8 აგრეგატით და მისი სასტარტო ღირებულება 1,2 მილიონი დოლარი გახლავთ.

KOENIGSEGG AGERA R

მაქსიმალური სიჩქარე: 440 კმ/სთ

„ბუგატის“ მოსისხლე მტერი და ღირსეული კონკურენტი შვედეთიდან Koenigsegg Agera R ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სერიული წარმოების ავტომობილია, რომლის პრემიერაც 2011 წლის მარტში ჟენევის მოტორშოუზე გაიმართა. ავტომობილის სასტარტო ღირებულება 1,5 მილიონი დოლარიდან იწყება. ერთ-ერთი ეგზემპლარი კი 4,2 მლნ დოლარად გაიყიდა.

BUGATTI VEYRON 16.4 SUPER SPORT

მაქსიმალური სიჩქარე: 431 კმ/სთ

ავტომობილი აღჭურვილია W-16 ტიპის 1200-ცხენისძალიანი აგრეგატით და მისი ღირებულება გახლავთ 2,4 მლნ დოლარი. „ბუგატის“ მფლობელმა კონცერნმა Volkswagen Group-მა „ვეირონის“ სერიული წარმოება დაასრულა და ცოტა ხანში მის მემკვიდრეს წარმოადგენს, რომლის სახელიც გახლავთ „ჩირონ“.

9FF GT9-R

მაქსიმალური სიჩქარე: 418 კმ/სთ

9ff GT9-R ეს არის Porsche 911-ის ბაზაზე შექმნილი ავტომობილი, რომელსაც აწარმოებს გერმანული ტიუნინგ კომპანია 9ff. ავტომობილი პრაქტიკულად გაუმჯობესებული Porsche 911 GT3-ია. მანქანა აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი ძრავით, რომელიც 1,120 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ დროისთვის შექმნილია მხოლოდ 20 ერთეული GT9-R, რაც მათ იშვიათს და ძვირადღირებულს ხდის. სასტარტო ღირებულება 1,5 მლნ დოლარი

ZENVO ST1

მაქსიმალური სიჩქარე: 374 კმ/სთ

Zenvo ST-1 არის მაღალი კლასის სპორტული ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია ტურბირებული 6.8-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 1,104 ცხენის ძალას. Zenvo, ST1 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ზუსტად 3 წამში ავითარებს, მისი ძარა ნახშირბოჭკოსგან არის დამზადებული და გერმანიაში იწარმოება. ავტომობილის ფასი 1,8 მლნ დოლარია.

ULTIMA GTR

მაქსიმალური სიჩქარე: 371 კმ/სთ

Ultima GTR ეს არის ბრიტანული წარმოების სუპერავტომობილი. აღჭურვილია 720 ცხენისძალიანი ძრავით, რომელიც 0-100კმ-ს 2,6 წამში ავითარებს.

PAGANI HUAYRA

მაქსიმალური სიჩქარე: 370 კმ/სთ

Pagani Huayra ეს არის 720-ცხენისძალიანი, მილიონ დოლარად ღირებული ჰიპერქარი, რომელიც აღჭურვილია 6 ლიტრიანი V-12 ბიტურბო AMG-ს ძრავით. ინკების ერთ-ერთ ენაზე „ქარის ღმერთის“ სახელის მატარებელი იტალიური ჰიპერქარის სასტარტო ღირებულება 1,3 მილიონი დოლარი გახლავთ.

NOBLE M600

მაქსიმალური სიჩქარე: 362 კმ/სთ

Noble M600 ეს არის “ხელთნაკეთი“ ბრიტანელი, რომელიც აღჭურვილია კომპანია Yamaha-ს მიერ მოწოდებული Volvo-ს B8444S V8 ძრავით, რომელიც 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ჩამონათვალში მყოფი სხვა ძვირადღირებული მანქანებისგან განსხვავებით, Noble M600 „სულ რაღაც“ 200 ათასი ფუნტი ღირს.

MCLAREN P1

მაქსიმალური სიჩქარე: 350 კმ/სთ

საქვეყნოდ ცნობილი ბრიტანული McLaren-ი ყოველთვის გამოირჩეოდა სუპერქარების წარმოებით, თუმცა ეს მოდელი მისი ნამდვილი სიამაყეა. McLaren P1 აღჭურვილია 3.8-ლიტრიანი, 727-ცხენისძალიანი ბენზინისა და 177-ცხენისძალიანი ელექტრო ძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრე 903 ცხენის ძალაა. მანქანის ფასი 1,15 მილიონი დოლარია.

LAMBORGHINI AVENTADOR

მაქსიმალური სიჩქარე: 349 კმ/სთ

ყველასთვის კარგად ცნობილი „ბრუტალური იტალიელი“ აღჭურვილია 6,5-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც 691 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Aventador-ი „ლამბორგინის“ სამოდელო ხაზში უმაღლეს საფეხურზე დგას და მისი ფასი 400 ათასი დოლარიდან იწყება.

იხილეთ ფოტოგალერეა

კოკა კვირკველია