მერია არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს უფროსების თანამდებობებზე კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს უფროსების თანამდებობებზე კონკურსს აცხადებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მერია აცხადებს კონკურსს შემდეგ თანამდებობებზე: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს უფროსი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, თანამდებობის დასაკავებლად, განაცხადის შევსება 15 დღის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე hr.gov.ge შეეძლებათ.