ჩინელი მილიარდერი, რომელსაც ჰარვარდში მიღებაზე 10-ჯერ უთხრეს უარი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინტერნეტ-რითეილერის, ჩინური კომპანია „ალიბაბას“ დამფუძნებელი ჯეკ მა გამოტყდა, რომ თავის დროზე ჰარვარდში მიღებაზე ათჯერ უთხრეს უარი.

როგორც ჩინელმა მილიარდერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ჰარვარდში მიღებული ყოველი უარი მისთვის ახალი გამოწვევა იყო. ჰარვარდი დღემდე დარჩა მის აუხდენელ ოცნებად. თუმცა, „ალიბაბას“ დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ ერთ დღეს შესაძლოა მაინც გახდეს ჰარვარდის კურსდამთავრებული.

„თითქმის მთელი ცხოვრება თან მდევდა უიღბლობა. უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე სამჯერ ჩავიჭერი. როდესაც სამსახურის ძიება დავიწყე, ზედიზედ 30 კომპანიაში მითხრეს უარი. მათ შორის იყო KFC, სადაც ჩემთან ერთად კონკურსში გამარჯვებული 24 ადამიანიდან ყველა დაასაქმეს, ჩემს გარდა“, - აღნიშნა ჯეკ მამ.

კომპანია „ალიბაბა“, რომელიც ვებ-გვერდებს ქმნის, ჯეკ მამ 1999 წელს რამდენიმე მეგობართან ერთად დააფუძნა. კომპანიის პირველი ოფისი მის ბინაში განთავსდა.

დღეს ჯეკ მა ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სამეულშია. მისი ქონება 21,7 მილიარდი დოლარია.