"თიბისი ბანკი" სოციალურ ქსელებში ყველაზე აქტიურ ბანკად დასახელდა

თიბისი ბანკი სოციალურ ქსელებში ყველაზე აქტიურ ბანკად დასახელდა. კვლევა ინტერნეტპორტალმა, www.taripebi.ge-მ ჩაატარა. 2015 წლის 28 სექტემბრის მონაცემებით, "თიბისი ბანკს" Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე 506 804 მოწონება, Instagram-ზე 4 242 Follower-ი, ხოლო youtube-ზე 4062 გამომწერი ჰყავს.

bpn

Taripebi.ge-ს მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, საქართველოს თითოეული ბანკის Facebook ლაიქების, Instagram Follower-ებისა და Youtube გამომწერების რაოდენობა დაჯამდა, რის შედეგადაც, "თიბისი ბანკმა" სამივე კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

bpn

bpn

„ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა და ნიშანია იმისა, რომ ჩვენი კომუნიკაცია მომხმარებელთან იყო წარმატებული და შედეგიანი. ამ წლების განმავლობაში ვცდილობდით, ვყოფილიყავით გახსნილი და ხალისიანი ბრენდი, რომელიც ბევრ საინტერესო სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს. სოციალურ მედიაში ჩვენი ბრენდის უპირატესობა ჩვენ მიერ წამოწყებული იდეები და პროექტები, ის უნიკალური ამბებია, რომლებსაც თავად ეს ბრენდი ქმნის და რომელთა შესახებაც მომხმარებელს უყვება. ამასთანავე, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მომხმარებლის სურვილები, ზედმეტი და არასაჭირო ინფორმაციით თავი არ მოვაბეზროთ, გავუხალისოთ ყოველდღიურობა და კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტულად მათთვის საინტერესო ამბები შევთავაზოთ,“ - აცხადებს "თიბისი ბანკის" ციფრული მარკეტინგის მენეჯერი, ტატო ნორაკიძე.